ცხოველები
Thursday, December 15, 2016
ზებრა
ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე ნიდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს.ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
Thursday, December 1, 2016
ჟირაფები
ჟირაფები- მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.
ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.
Thursday, November 24, 2016
პინგვინები
პინგვინები-ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს, რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს.
პინგვინები მხოლოდ ანტარქტიდაზე და მის მახლობლად სახლობენ გუნდებად. თითოეულ გუნდში ასობით
და ათასობით პინგვინია. ისინი იმ ფრინველებს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ. სიარულიც უჭირთ პინგვინებს, ძლივს დაბაჯბაჯებენ. ისინი ბუდეებს წყლიდან საკმაოდ შორს იკეთებენ და პერიოდულად ზღვის
ნაპირისკენ გუნდ-გუნდათ გადაინაცვლებენ, არცთუ იშვიათად 200-300 კმ-ს გადიან დინჯი და აუჩქარებელი ნაბიჯებით.
პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ საჭიროების შემთხვევაში,პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს,ინაწილებს ფუნქციებს,ათვალიერებენ ერთმანეთს.სადილობის შემდეგ,როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად,როგორც წესი,პოსტზე ტოვებენ გუშაგს შემდეგ იწყება ყარაულის . გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია პინგვინები ასევე ცხოვრაბენ სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. პინგვინი ყოველთვის ერთგულ ოჯახს ქმნის.

Subscribe to:
Comments (Atom)