Thursday, November 24, 2016

პინგვინები

პინგვინები-ფრინველთა  რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს, რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს.
პინგვინები მხოლოდ ანტარქტიდაზე და მის მახლობლად სახლობენ გუნდებად. თითოეულ გუნდში ასობით
და ათასობით პინგვინია. ისინი იმ ფრინველებს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ. სიარულიც უჭირთ პინგვინებს, ძლივს დაბაჯბაჯებენ. ისინი ბუდეებს წყლიდან საკმაოდ შორს იკეთებენ და პერიოდულად ზღვის
ნაპირისკენ გუნდ-გუნდათ გადაინაცვლებენ, არცთუ იშვიათად 200-300 კმ-ს გადიან დინჯი და აუჩქარებელი ნაბიჯებით.

პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ საჭიროების შემთხვევაში,პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს,ინაწილებს ფუნქციებს,ათვალიერებენ ერთმანეთს.სადილობის შემდეგ,როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად,როგორც წესი,პოსტზე ტოვებენ გუშაგს შემდეგ იწყება ყარაულის . გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია პინგვინები ასევე ცხოვრაბენ სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. პინგვინი ყოველთვის ერთგულ ოჯახს ქმნის.


No comments:

Post a Comment